16.04.2019

თანამშრომლობის მემორანდუმი სააფთიაქო ქსელ

„გლუკოზასთან“

             ბათუმის სამედიცინო აკადემია აფართოებს სამედიცინო და ფარმაცევტული მიმართულებით, მომავალ კურსდამთავრებულთათვის, დამსაქმებლებთან   თანამშრომლობის ქსელს. 2019 წლის 15 აპრილს, აკადემიაში სტუდენტების, პერსონალის, „გლუკოზას“ წარმომადგენლების თანდასწრებით გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სამედიცინო აკადემიასა და სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ მენეჯერმა გიორგი სურმანიძემ და სამედიცინო აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. დასასრულს გ.სურმანიძემ გაკეთა სააფთიაქო ქსელ „გლუკოზას“ საქმიანობის, მისი სამომავლო გეგმების პრეზენტაცია. თანამშრომლობის მემორანდუმი აკადემიის „ფარმაცევტის თანაშემწის“ (IV საფეხური) და ფარმაცია (სააფთიაქო) საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს აძლევს საშუალებას „გლუკოზას“ ბაზაზე გაიარონ პრაქტიკული სწავლების კურსი, სტაჟირება . წარმატებული სტუდენტები კი, მაღალი ანაზღაურებით დასაქმდებიან „გლუკოზას“ ქსელში.

86 87 83 85