19.06.2019

მადლობის ბარათი სამედიცინო აკადემიას

                 წლების მანძილზე ბათუმის სამედიცინო აკადემია წარმატებით დაამთავრა მრავალმა ახალგაზრდამ მათ შორისაა 2019 წლის წარჩინებული კურსდამთავრებული ანა პაიჭაძე (ფარმაცევტული პრაპარატების წარმოების სპეციალისტის“ პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი). იგი აქტიურად იყო ჩართული აკადემიის სტუდენტთა ცხოვრებაში. დელეგატის სტატუსით, საქართველოს ახალგაზრდა დელეგატთა ჯგუფთან ერთად, აპრილის დამდეგს იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგსა და ბრიუსელში. სტუდენტურ-ახალგაზრდულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისათვის ანა პაიჭაძეს მიენიჭა „საამაყო აკადემიელის“ წოდება და დასაჩუქრდა აკადემიის დირექტორის პროფესორ რევაზ უზუნაძის წიგნით „ბათუმი (ისტორია და თანამედროვეობა)“. ანა პაიჭაძის დედამ, ქალბატონმა ნინო ღონღაძემ ფეისბუკზე გამოაქვეყნებული წერილით გამოხატა   მადლიერება აკადემიის მიმართ „სამედიცინო აკადემია სასწავლო   დაეწესებულებაა, სადაც შეუმჩნეველი არ რჩებათ სტუდენტის აქტივობები, ინტერესები და მისწრაფებები. ყველა ხერხს მიმართავენ მათთვის მოტივაციის ასამაღლებლად. თავდაუზოგავად შრომობენ, რომ ღირსეული პროფესიონალები აღზარდონ. აკადემიის დირექტორს რევაზ უზუნაძეს განსაკუთრებული მადლობა ანა პაიჭაძის წარმატებასა და და წახალისებაში ასეთი ჩართულობისათვის“.  ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა აკადემიის მიმართ გამოხატული მადლიერებისთვის, ანას ვუსურვებთ შემდგომში დიდი წარმატებებს.

128- 129- 130- 131-