23.08.2019

სამუშაო შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისადა სპორტისსამინისტროში

            23 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში  გაიმართა შეხვედრა  კერძო კოლეჯების ასოციაციის წევრ  სასწავლებელების წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო პროფესიული განათლების მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების პროგრამების სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრა.ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან  შეხვედრას ესწრებოდა ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი  ინგა შალამბერიძე.შეხვედრას უძღვებოდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე, რომელმაც ისაუბრა  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაზე, მათ პრიორიტეტებსა და  მნიშვნელობაზე.  პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების სისტემაში ჩართული კერძოპროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებმა, პროგრამის გამოწვევების და მათი გადაჭრის გზებზე ინფორმაცია მიაწოდეს  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს გიორგი ვაშაკიძეს.   შეხვედრის ბოლოს მინისტრის მოადგილემ უპასუხა დასმულ შეკითხვებს. 

145 146 147 148