06.09.2019

აკადემიას შეემატა  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული პროგრამის ფარგლებში შპს. „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის“  მიერ ბათუმში განხორციელდა ტრენინგ  - კურსები შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტის  მოსამზადებლად. იგი დაიგეგმა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის ორგანიზებით. ბათუმის სამედიცინო აკადემიამ ტრენინგ-კურსებზე მიავლინა შორენა უზუნაძე (აკადემიის დირექტორის მოადგილე). მან წარმატებით გაიარა  ერთთვიანი  ტრენინგ-კურსი. პროგრამული კურსის  გავლის  საფუძველზე   შორენა უზუნაძეს მიენიჭა  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის  სტატუსი და გადაეცა სერთიფიკატი. შესაბამისად  შ.უზუნაძეს გაეზარდა უფლაება-მოვალეობა და დაემატა  კომპეტენცია  შრომის უსაფრთხოების დარგში.ქალბატონ შორენას ვულოცავთ ამ ახალ სტატუსს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

                     155 156 157