10.09.2019

აკადემიას მიენიჭა ავტორიზაცია

            2019 წლის 9 სექტემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიამ წარმატებით გაიარა გეგმიური ავტორიზაცია. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით აკადემიას მიენიჭა ავტორიზებული საზოგადოებრივი სასწავლებლის სტატუსი. რაც სასწავლებლის 27 წლიანი მუხლჩაუხრელი მუშაობის   დიდი აღიარებაა, ავტორიზაციის საფუძველზე აკადემიას დაემატა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები: ფარმაცია (სააფთიაქო) (V საფეხური) და საექთნო განათლება (V საფეხური). 2020 წლის მარტიდან კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ასოცირებული ფარმაცევტის და ასოცირებული ექთნის კვალიფიკაცია. საბჭოს სხდომაზე ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან წარმოდგენილი იყვნენ, - რევაზ უზუნაძე (აკადემიის დირექტორი), შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). სხდომაზე აკადემიის საკითხი გაიტანეს ექსპერტებმა, ნათია ქაჯაიამ, (ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარე), ინგა ბაქრაძემ, დალი კალაძემ (მონაწილეობდა სატელეფონო ჩართულობით). მათ კარგად წარმოაჩინეს სასწავლებლის მიერ ავტორიზაციისათვის მზადებასთან დაკავშირებით გაწეული მუშაობა. სასწავლებლის წარმომადგენლებმა პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს. აღნიშნული წარმატება მიღწეული იქნა აკადემიის პერსონალი გუნდური გულმოდგინე მუშაობით, პარტნიორი ორგანიზაციების, დამსაქმებელთა სასწავლებელთან კეთილმოსურნეობითი, საქმიანი თანამშრომლობით, საქართვერლოს კერძო კოლეჯების ასოციაციის და სხვა მრავალ გულშემატკივართა თანადგომით.