13.09.2019

დ.უგულავა იუბილარია

            საქმის წარმოების და ადამიანური რესურსების მენეჯერი დარეჯან უგულავა ორ ათეულ წელზე მეტია მუშაობს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში. წარმატებით უძღვება თავის საქმეს. არის კარგი, საიმედო მუშაკი. 22 წლიანი ნაყოფიერი მუშაობისათვის დარეჯან უგულავას მიენიჭა საპატიო აკადემიელის წოდება. 12 სექტემბერს, საზეიმო ვითარებაში აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ გადასცა ქალბატონ დარეჯანს საპატიო აკადემიელის დიპლომი და ფასიანი საჩუქარი. ისაუბრა მის ღვაწლზე აკადემიის წარმატებაში. დ.უგულავას მიულოცეს საპატიო აკადემიელის წოდება და უსურვეს წარმატებები მეგობრებმა, კოლეგებმა შორენა უზუნაძემ, მზია ბაკურიძემ, ინგა შალამბერიძემ, ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ინგა ვარდიძემ, ეთერი გოგიტიძემ, ნინო უზუნაძემ, ნანა მატუამ, ლიანა ქამადაძემ, ხათუნა ადეიშვილმა... იუბილარმა მადლობა გადაიხადა მისი ღვაწლის დაფასებისათვის. გაიჭრა საიუბილეო ტორტი.

160 161 162163