18.09.2019

აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთა სხდომა

2019 წლის 18 სექტემბერს გაიმართა სამედიცინო აკადემიის პროფესიულ მასწავლებელთა სხდომა. რომელზეც შეჯამდა გასული ს/წლის შედეგები და დაიგეგმა 2019-2020 ს/წლისათვის გასაკეთებელი სამუშაოები. დღის წესრიგის საკითხზე ვრცელი ინფორმაციით გამოვიდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. აკადემიის დირექტორმა (რ.უზუნაძე) დამსწრეთ მიულოცა სასწავლებლის მიერ ავტორიზაციის მოპოვება: მიუთითა წარმატება მიღწეულია ერთსულოვანი მუშაობით. ასევე აღინიშნა, რომ აკადემიამ დაიმატა ახალი საგანმანათლებლო პროგრამები „ფარმაცია (საათიაქო), „საექთნო განათლება“. ჩვენს ბაზაზე ისინი განხორციელდება პილოტირების წესით. „რაც გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას“. ყურადღება გამახვილდა მასწავლებელთა შრომითი და საშემსრულებლო დიციპლინის განმტკიცებაზე: სასწავლო პროცესის სრულყოფისათვის   შემოღებული იქნა   რეგულაციები. დამტკიცდა სასწავლო პროცესის აღრიცხვის ახალი ფორმის ჟურნალი და სტუდენტთა აკადემიური მოსწრების წიგნაკი. ყურადღება დაეთმო პროფესიულ მასწავლებელთა, სტუდენტების წახალისების ახალი ფორმების დანერგას. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ი.შალამბერიძემ დამსწრეთ მიულოცა აკადემიის მიერ ავტორიზაციის წარმატებით გავლა. ყურადღება გაამახვილა ახალი ს/წლის კალენდარულ გეგმებზე, მეცადინეობის ჩატარების გრაფიკზე. სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენჯერმა მ.ბაკურიძემ ვრცლად ისაუბრა ავტორიზაციისათვის მზადების, სასწავლებლის წარმატებული შედეგის მიღწევის შესახებ. მან ყურადღება გაამახვილა სტრატეგიული განვითარების ხარისხის უზრუნელყოფის სამსახურის ახალ გამოწვევებზე 2019-2020 ს/წლისათვის.  სიტყვებით გამოვიდნენ ი.ვარდიძე (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), პროფესიული მასწვლებლები - ნ.ქათამაძე, გ.აბაშიძე, ზ.ჯაფარიძე...

166 167 168 169