შეხვედრა აკადემიის სტუდენტებთან
აკადემიაში დრო და დრო იმართება სტუდენტებთან შეხვედრა-საუბრები აქტუალურ საკითხებზე. სტუდენტური გაერთიანების ინიციატივით (გაერთიანების ლიდერი გალინა ასამბაძე) 4 ნოემბერს გამართული შეხვედრა დაეთმო სტუდენტის უფლება-მოვალეობებთან დაკავშირებულ საკითხებს. სასწავლებლის საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი დებულებიდან სტუდენტებს შესაბამისი თავები გააცნო სოფიო ბრუნჯაძემ (სტუდენტთა გაერთიანების მეცნიერ-ხელმძღვანელი). დღის წესრიგის საკითხებზე სტუდენტებს ვრცლად ესაუბრნენ აკადემიის დირექორი რევაზ უზუნაძე, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. გაეცა პასუხი დასმულ შეკითხვებს. შეხვედრაში აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები, - თამთა სურმანიძე, ხათუნა დავითაძე, მარიამ ვაჩეიშვილი, მარიამ მჟავანაძე, ლია დარჩიძე.შეხვედრას ესწრებოდნენ აკადემიის ბიბლიოთეკის გამგე ეთერი გოგიტიძე, პროფესიული მასწავლებლები ინგა ვარდიძე (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), ნაირა სტამბოლიშვილი, ნანა ანანიძე.