11.11.2019

სტუდენტებისათვის  ტრენინგი შრომის უსაფრთხოებაზე

            11 ნოემბერს, ბათუმის სამედიცინო აკადემიის  სტუდენტებისათვის  ჩატარდა  ტრენინგი „შრომის უსაფრთხოების  შესახებ“. ტრენინგი მიყავდა აკადემიის შრომის უსაფრთხოების  სპეციალისტ შორენა უზუნაძეს (დირექტორის მოადგილე).  მან დამსწრეთ გააცნო კანონი  „შრომის უსაფრთხოების შესახებ“,  სასწავლებლის  მიერ შემუშავებული  „შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა“ და ერთწლიანი სამოქმდო გეგმა. აღინიშნა, რომ აკადემიის შრომის უსაფრთხოების გეგმა შემუშავებულია სამუშაო და სასწავლო სივრცეში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის. ისაუბრა შრომის უსაფრთხოების პროცედურებზე. ვიდეო მასალის გამოყენებით გაამახვილა ყურადღება  სამუშაო თუ სასწავლო პერიოდში მოსალოდნელ საფრთხეებზე,  რისკებსა და მათი პრევენციის შესახებ. გაეცა პასუხები შეკითხვებს.

 247 248 249 250