05.12.2019

აკადემია „ცენტრის“ გასვლით ტრენინგზე

   2-4 დეკემბერს  განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნულმა ცენტრმა ბათუმში ჩაატარა  გასვლითი ტრენინგი. ღონისძიებას მასპინძლობდა  ბათუმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებელი  „ანრი“.  ტრენინგზე მოწვეული იყვნენ  რეგიონის  პროფესიულ  სასწავლებელთა  წარმომადგენლები.  განხილული იქნა: საგანმანათლებლო დაწესებულებების  პროგრამების  შემუშავებაზე და ხარისხის უზრუნველყოფაზე  პასუხისმგებელი პირების შესაძლებლობების  გაძლიერება და  დანერგვის  პროცესის   მიმდინარეობის საკითხები. ტრენინგს ხელმძღვანელობდა პროფესიული განათლების  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი კახაბერ ერაძე. ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან მუშაობაში  აქტიური მონაწილეობა   მიიღეს რევაზ უზუნაძემ  (დირექტორი),  შორენა უზუნაძემ (მოადგილე), მზია ბაკურიძემ (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერი).

290296292291

294295293297