07.12.2019

2019 წლის 6 და 7 დეკემბერს, კერძო კოლეჯების ასოციაციის ინიციატივით, წევრი კოლეჯებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე ინგლისური ენის მოდულების შეფასების ინსტრუმენტის შემუშავება და ვალიდაცია. ბათუმის სამედინო აკადემიიდან მონაწილეობას ღებულობდა ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. ტრენინგს უძღვებოდა ასოციაციის გამგეობის წევრი და საზოგადოებრივ კოლეჯ „გეორგია“-ს დირექტორი გიორგი ბერაია. ტრენინგის მიზანი გახლდათ მოდულურ პროგრამებში შეფასების პრინციპებისა და ვერიფიკაციის სისტემის გაცნობა. ასევე ზოგადი მოდულის „უცხოური ენა“ შეფასების ინსტრუმენტზე მუშაობა, რისთვისაც მონაწილეთა შორის მოწვეული იყნენ უცხოური ენების განმახორციელებელი მასწავლებლები. ტრენინგმა წარმატებულად ჩაიარა, თუმცა გამოიკვეთა აზრთა სხვადასხვაობა შეფასების მიდგომებს განხილვისას. ასოციაცია უახლოეს მომავალში გეგმავს შეხვედრას განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლებთან რაზეც გეცნობებათ წინასწარ.

298 299 300 301