25.12.2019

საახალწლო საღამო აკადემიაში

25 დეკემბერს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში იყო წინასაახალწლო ფაციფუცი. ჩატარდა საახალწლო ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“, რატომ? მასში მონაწილეობდა აკადემიის სტუდენტთა 6 გუნდი: „ფიფქი“ (ფარმაცევტის თანაშემწის ს/პ), „ფენიქსი“, „ედელვაისი“ („სააფთიაქო ფარმაციის“ ს/პ. „ა“ და „ბ“ ჯგუფი), „ალბატროსი“, „ცისარტყელა“ („საექთნო განათლების ს/პ „ა“ და „ბ“ ჯგუფი), „პულსი“ („პრაქტიკოსი ექთნის“ ს/პ II ს/წ.). გუნდების პაექრობას თვალყურს ადევნებდა ყველაზე ნეიტრალური და კომპეტენტური ჟიური, რომელსაც შეადგენდნენ ბათუმში მოქმედი სკკა-ს წევრ სასწავლებელთა ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, - ჟუჟუნა პაიჭაძე (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია), სოფიო ყულეჯიშვილი ( საზღვაო სასწავლო საწვრთნელი ცენტრი „ეკვადორი“), რუსუდან დიასამიძე (ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი „ანრი“), შორენა უზუნაძე (ბათუმის სამედიცინო აკადემია, დირექტორის მოადგილე), ინგა შალამბერიძე (ბათუმის სამედიცინო აკადემია, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ჟიურის თავმჯდომარე), საღამო მიყავდა სამედიცინო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ მზია ბაკურიძეს. გუნდებს შორის საინტერსო პაექრობა საათნახევარს მიმდინარეობდა. ჟიურის გადაწყვეტილებით ამჯერად თავი გამოიჩინა გუნდმა „ალბატროსმა“ აკადემიის სიგელებით დაჯილდოვდნენ   გუნდი „ალბატროსი“, და გამარჯვებული გუნდის წევრები: ხათუნა დავითაძე (გუნდის კაპიტანი), ქეთი არძენაძე, მარიამ თოდრია, ნონა კაიძე, თამარ ჯაყელი, ლინდა სელიმბა, მარიამ ვაჩეიშვილი, მარიამ მუკბანიანი, ლელა ფარტენაძე, თამარ ხითარიშვილი. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გამოეცხადათ ასევე ყველა მონაწილე გუნდის წევრს.2019 წელს სამედიცინო აკადემიის წარმატებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ გამოუცხადა მადლობა და „მადლობის ბარათები“ გადასცა პროფესიულ მასწავლებელთ, - ქეთევან ნოზაძეს, ნანა ანანიძეს, მარინე კვირიკაძეს, ინგა ვარდიძეს, ნინო უზუნაძეს, ზაირა ჯაფარიძეს, სოფიო ბრუნჯაძეს.აკადემიის წარმატებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის გამოეცხადათ მადლობა და დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისიხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი).აკადემიის პერსონალთა შორის გათამაშდა „სეკრეტ სანტა“, გაიჭრა ტორტი... ჟრიამული გვიანობამდე გაგრძელდა.

332 333 334335

      336 337 338 339