19.07.2020

ექსკურსია საოცრების პარკში
19 ივლისს ბათუმის სამედიცინო აკადემიის პერსონალმა, ოჯახის წევრებით, მოაწყო ექსკურსია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე მოგვითხრობს: ,,გაოცებული ვართ ნანახით. შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი გაშენებულია 60 ჰექტარზე და წარმოდგენილია ადგილობრივი და მსოფლიოს ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობა. პარკი გამოირჩევა ასევე ეგზოტიკური მრავალფეროვანი ფაუნით. წარმოდგენილია წეროების, ყარყატების, იბისების, იხვების, ბატების, გედების, ფლამინგოების სხვადასხვა სახეობა, პარკში დაფარფატებენ ჯადოსნურ ზღაპართა ფარშევანგები. წარმოდგენილია თუთიყუშთა 10 -ზე მეტი სახეობა. უზარმაზარ ხეთა ჩრდილებში მოწყობილია დასასვენებელი კუთხეები. რამდენიმე საათის განმავლობაში ვიმყოფებოდით საოცრებათა სამყაროში.“ შემდეგ მათ მოინახულეს ასევე შეკვეთილშიმდებარე მუსიკალური პარკი. იგი ჭეშმარიტად მუსიკალური პარკია. მოწყობილია კუთხეები, სადაც გხვდებიან გამოჩენილ მუსიკოსთა ქანდაკებები, მიუახლოვდებით თუ არა ქანდაკებას იწყება მუსიკა მუსიკოსის შესრულებით. საოცრებაა. არის სასიამოვნო სიგრილე. დასასვენებლად უკეთეს ადგილს ვერც კი ინატრებ. ალბათ, ზაფხულობით მაინც, ბათუმიდან ე.წ. ,,ელექტრიჩკა“ რომ მოძრაობდეს შეკვეთილის მიმართულებით ამ ადგილს ეყოლება უფრო მეტი სტუმარი. ნანახით და განცდილით დავრჩით დიდად კმ,აყოფილი,“ამბობენ ექსკურსიის მონაწილენი

38- 39- 40- 41-