14.08.2020

ყოჩაღ გოგონებო!
54მოდულის „საწარმოო პრაქტიკა-პრაქტიკოსი ექთანი“ გავლასთნ დაკავშირებით ბათუმის სამედიცინო აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის „პრაქტიკოსი ექთანის“ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები გოგაძე სოფიკო და ფუტკარაძე ქრისტინა 14 აგვისტოს გადიოდნენ პრაქტიკას „მედცენტრის“ კარდიოლოგიურ განყოფილებაში. პაციენტი X უცაბედად გაუჩერდა გული. განყოფილების პერსონალმა ოპერატიულად მოახდინა პაციენტის მდგომარეობიდან გამოყვანა. ამაში აქტიურად ჩაერთნენ იქ მყოფი სტუდენტები სოფიკო და ქრისტინა. ისინი მონდომებით ასრულებდნენ ექიმისა და ექთნის მითითებებს. მათ პაციენტის მადლობაც დაიმსახურეს. ყოჩაღ გოგონებო! ღირსეულად ატარეთ ექთნის პროფესიული ფორმა. იყავით სიცოცხლის სადარაჯოზე.