სიახლე

აკადემიის სტუდენტთა ონლაინ კონფერენცია

  • 2020-12-01 10:02:27
news image
აკადემიის სტუდენტებმა კარგად აუღეს ალღო დისტანციურად სასწავლო და შესაბამისად სხვადასხვა აქტივობების განხორციელების პროცესს. მიმდინარე სასწავლო წლის პირველ მონაკვეთში სტუდენტურმა გაერთიანებამ (ხელმძღვანელი სოფიო ბრუნჯაძე- პროფესიული მასწავლებელი, ბიოლოგიის დოქტორანტი)ჩაატარა არაერთი საინტერესო ღონისძიება. მათ რიგს მიეკუთვნება შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 1 დეკემბერს, დისტანციურად ჩატარებული კონფერენცია „აივ/შიდსი დაავადებაა და არა განაჩენი“. ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებთნ ერთდ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის და ქუთისის სამედიცინო კოლეჯ „სიოს“ სტუდენტები. შიდსის დღის შემოღების თაობაზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის პროფესიულმა მასწავლებელმა, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა - მზია ბაკურიძემ. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ სამედიცინო აკადემიის სტუდენტები: ნათია მსხალაძე, მარიკა ხინკილაძე,თამრიკო ბერიძე, ლიკა ხაჯიშვილი ,მეგი დემურაძე, ლანა ბაბუხადია,ნინა მამულაძე,ანეტი ფოთელიძე, სალომე ადეიშვილი ,მარიამ ბაჯელიძე, ვერონიკა გრიგორიანი, ნუნუ კახაძე და მარიამ დიმიტრაძე,ლინდა გოგიტიძე. გაიმართა აზრთა გაზიარება, დისკუსია. მასში აქტიურად ჩაერთნენ ასევე სტუმარი კოლეჯების სტუდენტებიც: მელანო ხაჩიძე, თამარ ბაკურიძე, მარიამ შამილაძე, მარიამ კეკელიძე,თამარ გოგიტიძე; (საზოგადოებრივი კოლეჯი) , სტუდენტი თამუნა შენგელია (კოლეჯი „სიო“). მადლობა მათ და აღნიშნული კოლეჯების დირექციებს აკადემიის ღონისძიებებში ჩართულობისათვის.