სიახლე

დიდი ჟრიამული სამედიცინო აკადემიაში

  • 2021-03-15 11:00:41
news image
15 მარტს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში იყო დიდი ჟრიამული. საკმაო პაუზის შემდეგ, სააუდიტორიო მუშაობის ფორმატში აკადემიამ მიიღო სტუდენტები. ამაღელვებელი იყო სტუდენტების ურთიერთშეხვედრა. მათი გაბრწყინებული, თბილი ღიმილიანი სახეები კიდევ მეტ ელფერს აძლევდა 15 მარტის დღეს. განსაკუთრებული იყო ეს დღე პირველ კურსელებისათვის, რომლებიც 2020 წელს ჩაირიცხნენ "საექთნო განათლების" და "ფარმაცია (სააფთიაქო)" პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. სტუდენტებს მიესალმენ და უსურვეს წარმატებები აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუანაძემ, შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი). სასწავლო წლის პირველი ნახევრის შედეგებიდან გამომდინარე "საუკეთესო სტუდენტის წოდება მინიჭათ და " დიპლომები გადაეცათ მელანო ხაჩიძეს, თამარ პეტრიძეს, ანა პაქსაძეს, მაია ლეონიძეს, ლიკა ხაჯიშვილი, ინგა ბერიძეს, მარიამ ახალაიას. ასევე, სტუდენტთა ნაწილმა მოასწრო დაოჯახება, ყავთ შვილები. ბევრი მათგანი ერთმანეთს კარგად უხამებს ოჯახსა და სწავლას. ამისათვის მათ ბრძანებით გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ "მადლობის ბარათები". ვიცნობდეთ სამაგალითო სტუდენტებს: ლიზი ზოიძეს, მაია ლეონიძეს, ანა პაქსაძეს, ცისანა პაქსაძეს, თეონა ზოიძეს, ზეინაბ ბოლქვაძეს, მელანო ხაჩიძეს, ეკა ჯიჯიეშვილს პირველკურსელებს გადაეცათ აკადემიის სტუდენტის მოწმობები. დასასრულს სტუდენტებმა გადუხადეს მადლობა სასწავლებლის ადმინისტრაციულ და მასწავლებელთა პერსონალს მათდამი გამოჩენილი გულისხმიერების და მათში მოტივაციის ამაღლებისათვს.