×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის ინტერრეგიონული პლატფორმის შეხვედრა

  • 2025-07-09 20:19:36
news image

ევროკავშირის მხარდაჭერითა და CENN-ის ორგანიზებით, 4 ივლისს გაიმართა ცირკულარული ეკონომიკის დიალოგის ინტერრეგიონული პლატფორმის პირველი შეხვედრა, რომელსაც კახეთისა და აჭარის რეგიონული პლატფორმების წევრები და ეროვნული დონეზე მოქმედი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

პლატფორმა შექმნილია რეგიონებს შორის გამოცდილების გაზიარების, ინოვაციური გადაწყვეტილებების წახალისებისა და ცირკულარული მიდგომების დანერგვის ხელშესაწყობად.

შეხვედრაზე განხილული იყო როგორც ადგილობრივი პოტენციალი, ასევე საერთაშორისო გამოცდილება — მათ შორის ICLEI Europe-ის წარმომადგენელმა, Chiara Goluccia-მ მრავალსექტორული თანამშრომლობის მაგალითები გააზიარა.

დღის მეორე ნახევარში მონაწილეებმა სასწავლო ტურის ფარგლებში მოინახულეს:

Radisson Blu Iveria, სადაც გაცნობილნი გახდნენ ერთჯერადი პლასტმასის შემცირების ინიციატივებს;

Fabrika, სადაც დამსწრეებმა იხილეს მრავალჯერადი ჭიქების დეპოზიტური სისტემა, რომელიც ტერიტორიაზე მოქმედმა ბიზნესებმა ერთობლივად დანერგეს.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ესწრებოდა აკადემიის დირექტორი, შორენა უზუნაძე.

ღონისძიება გაიმართა პროექტის „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს CENN ICLEI Europe-თან თანამშრომლობით.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.