×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

აკადემიის ისტორია

ბათუმის სამედიცინო აკადემია ფუნქციონირებს 1992 წლიდან და ახორციელებს მრავალპროფილურ საგანმანათლებლო პროგრამებს. აკადემია ორიენტირებულია ჯანდაცვის მიმართულებით კვალიფიციური, კონკურენტ-უნარიანი, პროფესიული კადრების მომზადებაზე. არსებობის მანძილზე სასწავლებელი დაამთავრა ათასობით ახალგაზრდა სპეციალისტმა, რომლებიც პროფესიის მიხედვით დასაქმებულნი არიან რეგიონის წამყვან სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებში, საქმიანობენ საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. აკადემიას გააჩნია თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი ინფრასტრუქტურა-მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, საკუთარი სტომატოლოგიური პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კაბინეტლაბორატორიები, მჭიდრო კავშირი აქვს დამსაქმებლებთან. აკადემიას ჰყავს რეგიონში წამყვანი პროფესიული მასწავლებლები. 2016 წლიდან დღემდე აქტიურად მონაწილეობს ტურიზმისა და სამედიცინო აღჭურვილობების საერთაშორისო გამოფენისა და მისი ეგიდით გამართულ კონფერენციებში.

ბათუმის სამედიცინო აკადემია მუდმივად არის სიახლეების ძიებაში და აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებში. მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის პროცესში პროფესიული განათლების რეფორმის მხარდა-ჭერისათვის. 2015 წელს სამედიცინო აკადემიას გადაეცა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მადლობის ბარათი.

აკადემია არის საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის აქტიურიწევრი. 2016 წელს სასწავლებელმა მიიღო უმაღლესი ორგანიზაციული შეფასება და მიენიჭა ხუთი ვარსკვლავი.

2024 წელს ბათუმის სამედიცინო აკადემიამ აშს საელჩოს ტექნიკური და პროფესიული განათლების, სწავლების (თVEთ)მხარდაჭერის ქვეპროგრამის ფარგლებში მოიპოვა გრანტი ,, პროფესიული სტუდენტების დასაქმებისა და თვითდასაქმების შესაძლებლობების ხელშეწყობა აჭარის რეგიონში პროფესიული კონსულტაციისა და კარიერული განვითარების სისტემის დანერგვით.

 

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.