×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

მისია, ხედვა, ღირებულებები

მისია

ბათუმის სამედიცინო აკადემიის მისიაა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მომზადება,  მათი უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრისთვის.

ბათუმის სამედიცინო აკადემია უზრუნველყოფს ინოვაციური სწავლების დანერგვას და პროფესიული განათლების პოლიტიკაში ეფექტურ ჩართულობას.

ხედვა

"ბათუმის სამედიცინო აკადემია რეგიონში წამყვანი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ჯანდაცვის სფეროს განვითარებას. აკადემია ამზადებს მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს, რომლებიც გამოირჩევიან პროფესიული პასუხისმგებლობით, ეთიკური პრინციპების დაცვითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით.

2031 წლისათის აკადემია მოამზადებს მომავალი თაობის ჯანდაცვის ლიდერებს, რომლებიც ,  ცოდნის, ინოვაციების და ჰუმანიზმის მეშვეობით გააუმჯობესებენ საზოგადოებრივ კეთილდღეობას."

ღირებულებები

პროფესიონალიზმი – მაღალი აკადემიური და პრაქტიკული სტანდარტების დაცვა, ინტელექტუალური და საგანმანათლებლო შესაძლებლობების განვითარება.
ინოვაცია – თანამედროვე სწავლების მეთოდებისა და იდეების დანერგვა.
ეთიკა – ზნეობრივი და პროფესიული პრინციპების მკაცრი დაცვა.
გუნდურობა – ერთიანი ძალისხმევა მდგრადი განვითარებისთვის.
პასუხისმგებლობა – თანამშრომლების, სტუდენტებისა და საზოგადოების საჭიროებებზე ზრუნვა.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.