სიახლე

აჭარის პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლობის შეკრება

  • 2015-03-16 00:07:23
news image
13 მარტს, ბათუმის უმაღლეს სასწავლო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ში გაიმართა აჭარის პროფესიულ სასწავლებელთა წარმომადგენლობის შეკრება.წარმომადგენლობის მნიშვნელობაზე, ურთიერთთანამშრომლობის თაობაზე ისაუბრა "ანრის" დირექტორმა ანზორ დიასამიძემ (ტექნიკის მეც.დოქტორი, შორეული ნაოსნობის კაპიტანი). პროფესიულ სასწავლებელთა ერთობლივი ძალებით გასაკეთებელ საქმეთა გეგმებზე ისაუბრა წარმომადგენლობის კოორდინატორმა რევაზ უზუნაძემ (ბათუმის სამედიცინო აკადემიის დირექტორი, პროფესორი). ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს სასწავლებელთა წარმომადგენლებმა - ბიძინა კირთაძემ, ევგენი თავდგირიძემ, რუსლან დიასამიძემ, მზია ბაკურიძემ, გურამ ქათამაძემ, შეკრებას ესწრებოდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რეზო დიასამიძე. შეკრების მონაწილეთათვის ”ანრის” ხელმღვანელობამ გამართა ვახშამი.