სიახლე

შეხვედრა პოეტ დავით თედორაძესთან

  • 2019-11-20 07:36:23
news image
20 ნოემბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შეხვედრა პოეტ დავით თედორაძესთან. დარბაზი სავსე იყო სტუდენტებით, სტუმრებით. სტუდენტებმა დარბაზი მორთეს შემოდგომის იერით. რაც განსაკუთრებულ ხიბლს მატებდა საღამოს. შეხვედრა მიეძღვნა ცნობილ პოეტ დავით (დათო) თედორაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს: შესავლი სიტყვით დამსწრეთ მიმართა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. შეკრებულებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ოსეთის მხარის მიერ დატყვევებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. „დავით თედორაძე პოეტი“ ისაუბრა განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, სასწავლებლის ღვაწმოსილმა აკადმიელმა აკაკი ზოიძემ. პოეტის შემოქმედების ვიდეო კოლაჟი წარმოადგინა და მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხა აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ. პოეტის ლექსები წაიკითხეს და სტუმარს შეკითხვები დაუსვეს სტუდენტებმა: თამუნა სურმანიძემ, ინგა ბერიძემ, მარიამ კეკელიძემ, ხათუნა დავითაძემ, ქეთი არძენაძემ, დიანა გობაძემ, მარიამ ვაჩეიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ პოეტები ჯემალ სურმანიძე, ბელა ქებურია. იუბილარს მიესალმა მედცენტრის გენერალური დირექტორი მიხეილ ართმელაძე. აკადემიასთან ხანგრძლივი მეგობრობისათვის ბატონ დათოს მიენიჭა სამედიცინო აკადემიის მეგობრის წოდება და გადაეცა აკადემიის მეგობრის დიპლომი. იუბილარმა პოეტმა 8 ნოემბრის აქციაში, „გაიღე სისიხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“, მონაწილე სტუდენტებს გადასცა აკადემიის მადლობის ბარათები. ღონისძიებაში მონაწილოებდნენ, - ნატალია ჭყონია (ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე), მარიკა ლაშხია (აჭარის მწერალთა სახლის მენეჯერი), გურანდა ნიჟარაძე (მწერალთა სახლი), ცნობილი ექიმი ვაჟა თედორაძე, ნატო ცქვიტინიძე (ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი), მზევინარ ძირკვაძე (ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის პროფესორი), სოფიო ყულეჯიშვილი (კოლეჯი „ეკვატორის“ ხარისხის მართვის მენეჯერი). დასარულს გაიჭრა საიუბილეო ტორტი. სტუდენტებმა სტუმრებთან ერთად გადიღეს სურათები.