სიახლე

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე

  • 2015-03-21 00:42:38
news image
21 მარტი-2011 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდიათ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ამ დღეს დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით იმართება მრავალი ღონისძიებები. ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია თემაზე: დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე! მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!
დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო აკადემიის პროფესორ მასწავლებლებმა : მზია ბაკურიძემ, ნონა ქათამაძემ, ინგა შალამბერიძემ, ინგა ვარდიძემ და შორენა უზუნაძემ. აკადემიის პროფ. მასწავლებლებმა ექიმ-ალერგოლოგმა ქ-მა ნონა ქათამაძემ და ბილოგმა ინგა შალამბერიძემ ისაუბრეს რომ:

დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
დაუნის სინდრომის დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა.
დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.
დაუნი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამაკნინებელ სიტყვად-დაუნი არის მეცნიერი რომელმაც პირველად აღწერა ეს სინდრომი.