სიახლე

სამუშაო შეხვედრა

  • 2020-02-11 08:36:34
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა. მუშაობა დაიწყო აკადემიის დირექტორის 2020 წლის 12 იანვრის N -01/01 ბრძანების საფუძველზე შექმნილმა ბათუმის სამედიცინო აკადემიის შედეგების შეფასების შიდა ვერიფიკაციის განმახორციელებელმა ჯგუფმა, რომელიც შედგება 4 წევრისგან: ინგა შალამბერიძე-ხელმძღვანელი, შორენა უზუნაძე, ინგა ვარდიძე, მარინე კვირიკაძე. ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა - ქალბატონმა მზია ბაკურიძემ აღნიშნა ვერიფიკაციის არსი, მნიშვნელობა,შეფასების პრინციპები და განაცხადა,რომ ვერიფიკაცია ეს არის შემოწმების საფუძველზე მტკიცებულების სისწორისა და ნამდვილობის დადასტურება. ქ-მა მზია ბაკურიძემ განმარტა შეფასების სისტემის მიმართ წაყენებული მოთხოვნები პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის მე-2 სტანდარტის 2.4.2 კრიტერიუმის 1 ინდიკატორის მიხედვით. მან განაცხადა,რომ პროგრამის მიზნებისთვის გამოყენებული შეფასების სისტემა არის ვალიდური, სანდო, გამჭვირვალე, სამართლიანი/ობიექტური და გააცნო დამსწრე საზოგადოებას შეფასების პროცესის რამდენიმე ეტაპი:

  • შესაფასებელი სწავლის შედეგების იდენტიფიცირება
  • სწავლის შედეგებისათვის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრა
  • შეფასების ინსტრუმენტის შერჩევა
  • შეფასების ინსტრუმენტის შექმნა
  • შეფასების ინსტრუმენტის შემოწმება
  • შეფასების განხორციელება
  • შეფასების შედეგების გაფორმება და მტკიცებულებათა შენახვა.

დასასრულს ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა ქ-მა მზია ბაკურიძემ აღნიშნა, რომ პირველი ეტაპზე ვერიფიკაცია განხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამის ფარმაცია სააფთიაქო) -ს პროფესიულ მოდულებზე 2020 წლის 16 მარტიდან ორი კვირის ვადაში ვერიფიკაციის ჯგუფის წევრებისთვის შემუშავებული შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტის შემოწმების ვერიფიკაციის კითხვარების, შეფასების ინსტრუმენტების ვერიფიკაციის, შეფასების მტკიცებულებების ვერიფიკაციის ჩეკლისტების მიხედვით. შემდგომი ეტაპი მოიცავს ვერიფიკაციის შედეგების ანალიზის მოსმენა /განხილვას და წარდგენას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერთან. ბოლო ეტაპი კი მენეჯერის მიერ შედეგზე შემდგომი ქმედებისთვის დასკვნის წარდგენას აკადემიის დირექტორთან.