სიახლე

ტუბერკულოზის მსოფლიო დღე

  • 2015-03-24 00:55:57
news image
24 მარტი - ტუბერკულოზის მსოფლიო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში მოეწყო დისკუსია თემაზე: "ტუბერკულოზი განკურნებადია"! ტუბერკულოზის გამომწვევ მიზეზებზე , სიმპტომებზე და მკურნალობაზე ისაუბრა ბათუმის სამედიცინო აკადემიის წამყვანმა სპეციალისტმა - ექიმ-ფთიაზიატრმა ბატონმა გივი გოგუაძემ, აკადემიის პროფესიულმა მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. ღონისძიებას უძღვებოდა აკადემიის ხარისხის მართვის მენეჯერი მზია ბაკურიძე