სიახლე

დისტანციურად აკადემიის ადმინისტრაციულ და მასწავლებელთა პერსონალის სხდომა

  • 2020-11-27 09:56:51
news image
27 ნოემბერს გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის ადმინისტრაციულ და პროფესიული განათლების მასწავლებელთა სხდომა. დღის წესრიგის საკითხს წარმოადგენდა „მიმდინარე სასწავლო წლის განვლილ მონაკვეთში სასწავლო-სამუშაო პროცესის მიმდინარეობის მდგომარეობა და უახლესი პერიოდის გამოწვევები.“ განხილული იქნა ონლაინ რეჟიმში სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, აკადემიური მოსწრების, მეცადინეობებზე სწრებადობის მდგომარეობა, სტუდენტთა ფინანსური დავალიანებებით გამოწვეული პრობლემები. გამოტანილ საკითხებზე ვრცლად ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღინიშნა, რომ გასულ სასწავლო წლის მერე ნახევარში განხორციელებული სასწავლო პროცესის შედეგად შევიძინეთ დისტანციურად სწავლების და მუაობის განხორციელების კარგი გამოცდილება. შესაბამისად მიმდინარე სასწ. წელს შევხდით ბევრად მომზადებული. საგანმანათლებლო საქმიანობა მიმდინარეობს ორგანიზებულად. ყურადღება გამახვილდა არსებულ პრობლემებზე, უახლოესი პერიოდის გამოწვევებზე. სამსახურეობრივი პოზიციებიდან გამომდინარე დღის წესრიგის საკითხებზე ისაუბრეს შორენა უზუნაძემ (დირექტორის მოადგილემ), ინგა შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მზია ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ნანა მატუამ (ფინანსური მენეჯერი), ჯგუფის კურატორმა ნარგიზ ბუცხრიკიძემ, ნინო უზუნაძემ. სხდომის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და პოზიციები დააფიქსირეს პროფესიული განათლების მასწავლებლებმა - ინგა ვარდიძემ, ირმა ნოზაძემ, მარინა კვირიკაძემ, ზაირა ჯაფარიძემ, ნანა ანანიძემ ... განხილულ საითხებზე სხდომამ მიიღო გადაწყვეტილებები.