სიახლე

სამუშაო შეხვედრა

  • 2021-04-13 11:20:12
news image
2021 წლის 13 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა საინფორმაციაო ხასიათის ონლაინ შეხვედრა საექთნო საქმისა და ფარმაციის პროფესიულ საგანმანათლებო პროგრამების განმახორციელებელ პერსონალთან. ონლაინ შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პროფესიული პროგრამების განხორციელებისთვის საჭირო სასწავლო ფართის ცვლილებასთან დაკავშირებული ცვლილებების გაცნობა და უკუკავშირის მიღება. ასევე ყურადღება გამახვილდა და ერთად განიხილა, სასწავლო პროცესის შიდა მონიტორინგის შედეგები (აკადემიის სასწ. პროც. მენეჯერი-ინგა შალამბერიძე და დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე) პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემის ვერიფიკაციის პილოტირების შემაჯამებელი ანგარიში (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი-მზია ბაკურიძე) და პროფესიული განათლების მასწავლებლის სერტიფიცირებისათვის განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ მზადება (აკადემიის დირექტორი-რევაზ უზუნაძე). შეხვედრას ესწრებოდნენ სამედიცინო აკადემიის წარმომადგენლები, პროგრამის ხელმძღვანელები, მოდულის განმახორციელებელი პროფესიული მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები.