სიახლე

მიეძღვნა დედამიწის საერთაშორისო დღეს

  • 2021-04-22 01:36:44
news image

22 აპრილს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში, სტუდენტური გაერთიანების ჩართულობით (სტუდ. გაერთიანების ლიდერი მელანო ხაჩიძე - ფარმაციის (სააფთიაქო) პსპ სტუდენტი, სტუდ გაერთიანების მეცნიერერ - კონსულტანტი სოფიო ბრუნჯაძე, - აკადემიის პგმ, დოქტორანტი). გაიმართა დედამიწის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ონლაინ შეხვედრა - დისპუტი „დედამიწა ავადაა.“ განხილული იქნა თემები: „სად და როგორ აღნიშნავენ დედამიწის დღეს,“ გარემოს დაბუნძურება,“ „წყლის დაბინძურება,“ „ჰაერის დაბინძურება,“ „ტყე შეუნახე შვილებსა,“ „ადამიანის გავლენა გარემოზე,“ „რამ გახადა დედამიწა ავად?“ შეხვედრის დღის წესრიგის საკითხებზე საინტერესოდ ისაუბრეს აკადემიის სტუდენტებმა. გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ,,ჩვენი პლანეტა ჩვენი სახლია, მას დიდი გაფრთხილება და მოვლა უნდა.“ სტუდენტებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აკადემიის პერსონალი, კერძო კოლეჯების წარმოდგენლები.