სიახლე

აკადემია განათლების XI საერთაშორისო გამოფენაზე

  • 2021-06-03 11:12:51
news image

აკადემია განათლების XI საერთაშორისო გამოფენაზე

წელს საქართველო მასპინძლობდა  განათლების XI საერთაშორისო გამოფენას. იგი დისტანციურად გაიმართა   27-28 მაისს. მასში ჩართული იყო 15-მდე ქვეყნის 70 -ზე მეტი მონაწილე. მათშორისაა ბათუმის სამედიცინო აკადემია. იგი მესამედ იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებაში. მასპინძელი, განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიწვევის მიღებისთანავე სასწავლებელი მოემზადა მასში წარმატებულად მონაწილეობისათვის. ჩვენთვის დათმობილ გამოფენის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნდა მრავალფეროვანი მასალა აკადემიის შესახებ: აკადემის განვილი 29 წლიანი საქმიანობა, ღონისძიებასთან დაკავშირებული პროგრამა, სასწავლებელის შესახებ ვიდეო მასალა, ფოტო გალერეა..... აკადემიისათვის განკუთვნილ დროში ღონისძიებაში ჩაერთნენ სასწავლებლის სტუდენტები, ადმინისტრაციული და მასწავლებელთა პერსონალი. გამოფენის მონაწილეთ მიესალმენ  შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ზაირა ჯაფარიძე (პროფესიული განათლების მასწავლებელი), მათ ვრცლად მიმოიხილეს სასწავლებლიე მიღწევები.  თემაზე „რატომ უნდა მიიღო პროფესიული განათლება.“ მოხსენებებით გამოვიდნენ აკადემიის სტუდენტები, ხატია თურმანიძე „საექთნო განათლების“ პსპ, მოხსენება - „პროფესიული განათლების ადგილი ჩემს ცხოვრებაში;“ ლანა ბაბუხადია „ფარმაცია სააფთიაქო“ პსპ, მოხსენება - „პროფესიული განათლება და ჩემი მიზანდასახულობა;“ ნუნუ კახაძე „ფარმაცია სააფთაქო“ პსპ, მოხსენება - „პროფესიული განათლება გვაძლევს ღირსეულად დასაქმების შესაძლებლობას,“ მაგდა დუმბაძე „საექთნო განათლება“ პსპ მოხსენება - „მინდა გავხდე ექთანი;“ ნათია მამულაძე „საექთნო განათლების“ პსპ.  ,, ,,პროფესიული განათლება და ჩვენი მომავალი“. გამოფენამ აკადემიისათვის წარმატებით ჩაიარა.