სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემია სკკას მე-3ეროვნულ კონფერენციაზე

  • 2021-07-06 13:17:31
news image

2021 წლის  20-21 ივნის ონლაინ ფორმატში გაიმართა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მასწავლებელთა და სტუდენტთა მე-3 ეროვნული კონფერენცია. პირველი დღე  დაეთმო ასოციაციის წევრი  სასწავლებლების  პროფესიულ მასწავლებელთა გამოსვლებს, რომელიც მიეძღვნა მთავარ საკითხს: „პროფესიულ განათლებაში ინოვაციური სწავლება და შეფასება“ ბათუმის სამედიცინო აკადმიიდან   მოხსენებით გამოვიდა მზია ბაკურიძე (პროფესიული მასწავლებელი, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). მან ისაუბრა საკითხზე „ინოვაციური სწავლების მეთოდები  დისტანციური სწავლების დროს“. კონფერენციაზე მოხდა სულ 24 მოხსენების პრეზენტაცია. ეს იყო დიდი სადღეისო  და სამომავლო განაცხადი კერძო კოლეჯების, აქ მოღვაწე პროფესიულ მასწავლებელთა.

მეორე დღეს კი თავი გამოიჩინეს კერძო პსდ სტუდენტებმა, ბათუმის სამედიცინო აკადმიიდან მოხსენებით გამოვიდნენ სტუდენტები მაია ლეონიძე (საექთნო განათლების პსპ) და ლანა ბაბუხადია („ფარმაცია (სააფთიაქო“ პსპ). მათ წარმოადგინეს თემები „მინდა გავხდე ექთანი“, „პროფესიული განათლება და ჩემი მიზანდასახულობა“. მათმა გამოსვლებმა დაიმსახურა დიდი მოწონება. რისთვისაც გადაეცემათ ასოციაციის  სერთიფიკატი.  ასევე, კონფერენციაში  წარმატებული მონაწილეობისათვის აკადემიის დირექტორის  ბრძანებით გამოეცხადათ  მადლობა და დაჯილდოვდნენ პრიზებით „აკადემია ამაყობს ჩემით.“

და ბოლოს, ეს იყო ძიებაზე დაფუძნებული და მომავალზე ორიენტირებული  ჭეშმარიტად  შემოქმედებითი კონფერენცია. ამით კერძო კოლეჯების  ასოციაციამ ერთხელ კიდევ აჩვენა  მისი დიდი პოტენციური შესაძლებლობები პროფესიულ განათლებაში,  ასევე, თვალნათლივ გამოჩნდა, - კონკურენციის გარემო არის მთავარი მამოძრავებელი, ბიძგის მიმცემი ძალა კერძო კოლეჯების განვითარებაში. ოღონდაც, უნდა იყოს კონკურენციის თანაბარი პირობები