სიახლე

აკადემიის პერსონალის კრება

  • 2021-10-21 20:43:48
news image

გაიმართა ბათუმის სამედიცინო აკადემიის  ადმინისტრაციისა და პროფესიული განათლების  მასწავლებელთა  კრება.

            დღის წესრიგიდან გამომდინარე განხილული იქნა  ცხრა საკითხი. გაწეული მუშაობის თაობაზე  ანგარიშებით გამოვიდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, დირექტორის მოადგილე შორენა უზუნაძე, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ინგა შალამბერიძე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ინგა ვარდიძე, სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე,  „ფარმაცია (სააფთიაქოს)“ პროგრამის ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე-გურგენიძე,  ფინანსური მენეჯერი გულნაზ მატუა, საქმის წარმოების მენეჯერი დარეჯან უგულავა.

            შეჯამებული იქნა  გასული ს/წლის მუშაობის შედეგები, წარმატებები და არსებული პრობლემები. კრებამ განიხილა სადღეისო გამოწვევები. აღინიშნა, რომ ადგილმონაცვლეობასთან (პსპ განხორციელების ადგილმონაცვლეობა) დაკავშირებით  სასწავლებელმა გაიარა ავტორიზაცია,   5  სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. იყო საუბარი  პრობლემებზე. ითქვა, რომ  შესუსტდა ხარისხის უზრუნველყოფის  მიმართულებით მუშაობა. დაევალა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, გააქტიუროს სამუშაო. ყოველდღიურად  იგრძნობოდეს  მუშაობა აღნიშნული მიმართულებით. ასევე  იყო საუბარი დაკავებულ პოზიციაზე თითოეული პერსონალის  პასუხისმგებლობის, სასწავლებელში  შრომითი და საშემსრულებლო  დისციპლინის  ამაღლების თაობაზე.    

             ყურადღება დაეთმო პროფესიულ მასწავლებელთა ვალდებულებების  შესრულებას,  კვალიფიკაციის  შემდგომ ამაღლებას.  ხაზი გაესვა  მასწავლებელთა მიერ  სტუდენტთან მუშობის  მეთოდოლოგიის  სრულყოფას, „რაც არის შედეგის  მიღწევის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა“ (რ.უზუნაძე).  და რომ მიღწეული შედეგით ფასდება  მასწავლებელი. იყო საუბარი  შეფასების ინსტრუმენტებზე მუშაობის შესახებ (მ.ბაკურიძე). სასწავლო პროცესთან დაკავშირებით  მასწავლებელთ მიეწოდათ  ინფორმაცია სიახლეთა და არსებული გამოწვევების შესახებ (ი.შალამბერიძე). ვრცლად იყო საუბარი არსებულ გამოწვევებსა და გეგმებზე.  დამსწრეთ მიეწოდათ ინფორმაცია  შრომის უსაფრთხოების არსებული მდგომარეობაზე.  „საექთნო განათლების“ და „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ  განხორციელებულ ცვლილებათა თაობაზე.