სიახლე

სტუმარი აკადემიაში

  • 2021-11-09 12:45:28
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიას ეწვია სპიპკოლეჯ "სპექტრის" დირექტორი, განათლების ექსპერტი მათე ტაკიძე. შეხვედრაში მონაწილეობდნენ რევაზ უზუნაძე (აკადემიის დირექტორი), მზია ბაკურიძე (სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), პსპ ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე, პგმ ნანა ანანიძე, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი ინგა ვარდიძე, პგმ ნინო უზუნაძე. მოხდა აზრთა გაზიარება პროფესიული განათლების აქტუალურ საკითხებზე, საქართველოში არსებულ გამოწვევებზე. ითქვა, რომ გაიზარდა ბიზნესის დაინტერესება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით. აქტუალური გახდა დამსაქმებელთა თანამშრომლობა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. "საქართველოში ბიზნესის განვითარებამ გამოიწვია სხვადასხვა სფეროში მოთხოვნა კვალიფიციურ სპეციალისტებზე" (მ.ტაკიძე). აზრი გააზიარეს ურთიერთთანამშრომლობაზე. შემდეგ სტუმარი შეხვდა აკადემიის სტუდენტთა ჯგუფს, წაიკითხა ლექცია "საქართველოში პროფესიული განათლების სადღეისო გამოწვევები" შეხვედრამ გამოიწვია დიდი ინტერესი. იყო შეკითხვები, აზრთა გაზიარება კვალიფიციური სპეციალისტებად სტუდენტთა მომზადების, დასაქმების აქტუალურ საკითხებზე. სტუმართან სტუდენტებმა გადაიღეს სურათები.