×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

ბათუმის სამედიცინო აკადემია

  • 2021-12-14 17:28:59
news image

შორენა უზუნაძეს ვულოცავთ!

            ბათუმის სამედიცინო აკადემიაში  წინა საახალწლო განწყობილება მეტად გაალამაზა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან შორენა უზუნაძის  (დირექტორის მოადგილე) მიერ მიღებულმა შეტყობინებამ: მადლობას გიხდით  სსიპ-განათლების ხარისხის  განვითარების  ეროვნული ცენტრის  პროფესიულ -საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა  და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის  დარგის ექსპერტთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის. გაცნობებთ, რომ გასაუბრების შედეგების  გათვალისწინებით თქვენი კანდიდატურა შეირჩა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების  ავტორიზაციისა და პროფესიული  მომზადების/პროფესიული გადამზადების  პროგრამის  დარგის ექსპერტის თანამდებობაზე“. აკადემია დიდი სიამაყით ულოცავს ქალბატონ შორენა უზუნაძეს ამ მნიშვნელოვნ  წარმატებას. იგი არის წარმატებული ექიმი-სტომატოლოგი. პროფესიით მუშაობს დაახლოებით ორი ათეული წელია.  მრავალი წლის მანძილზე კვალიფიციურად ემსახურება  პროფესიული განათლების საქმეს.

 ქალბატონი შორენა, თქვენი უნარიდან და ცოდნა-გამოცდილებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვართ იქნებით დარგის წარმატებული ექსპერტი. კარიერის დიდ გზაზე გისურვებთ შემდგომ წარმატებებს.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.