სიახლე

საახალწლო საღამო აკადემიაში

  • 2022-01-17 11:07:37
news image

ტრადიციულად,  ბათუმის სამედიცინო აკადემიაში 12 იანვარს გაიმართა საახალწლო საღამო. დარბაზს ამშვენებდა მრავალფეროვანი საახალწლო მოსართავები, ნაძვის ხე, საახალწლო განწყობით დამუხტული სტუდენტ-ახალგაზრდობა. დამსწრეთ ახალი წელი მიულოცა აკადემიის დირექტორმა  რევაზ უზუნაძემ. საღამო მიჰყავდა სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ მზია ბაკურიძეს.  სტუდენტთა მონაწილეობით გაიმართა ვიქტორინა-კონკურსი  „რა? სად? როდის? რატომ?“ ერთმანეთს ეპაექრებოდნენ „ფარმაცია (სააფთიაქო)“ და  „საექთნო განათლების“ პსპ სტუდენტთა 4 გუნდი. მათ გამოსვლა-პაექრობას აჯამებდა კომპეტენტური ჟიური : ვლადიმერ მახარაძე ( თავჯდომარე), ინგა შალამბერიძე, მანანა ბაუჟაძე ( საპატიო სტუმარი), შორენა უზუნაძე. ქეთევან დიასამიძე, მანანა ჯაშიაშვილი. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის პროფესიული მასწავლებლები:  მარინე კვირიკაძე, ინგა ვარდიძე, ნანა ანანიძე, ირმა ნოზაძე...  კითხვა-პასუხებს ცვლიდა სტუდენტთა  თვითშემოქმედებითად   მომზადებული ლექსები, სიმღერები და ცეკვები.  ჟიურიმ ვიქტორინა-კონკურსში გამარჯვებულად გამოაცხადა პსპ საექთნო განათლების ჯგუფი - „მედიკოსები“.  ნომინაციაში „ჟიურის სიმპატია“  გამარჯვებულად  აღიარებული იქნა  პსპ ფარმაცია (სააფთიაქოს) სტუდენტი ეკა ჯიჯეიშვილი. კონკურსში მონაწილე ჯგუფები წევრებს გამოეცხადათ მადლობები, გადაეცათ სიგელები, მადლობის ბარათები. აკადემიასთან 30-წლიანი თანამშრომლობითი ურთიერთობებიდან გამომდინარე, საზეიმო ვითარებაში „ საპატიო აკადემიელის წოდება“ მიენიჭა და გადაეცა აკადემიელის დიპლომი   შპს „ჰეკატეს“ გენერალურ დირექტორს, პროფესორ ვლადიმერ მახარაძეს. დაჯილდოვდნენ  „წლის საუკეთესო სტუდენტის“ ნომინაციაში გამარჯვებული სტუდენტები: მაია ლეონიძე ("საექთნო განათლების პსპ“); მეგი ზოიძე ("საექთნო განათლების პსპ“);  ხატია თურმანიძე ("საექთნო განათლების პსპ“); ანა პაქსაძე ("საექთნო განათლების პსპ“);  ცისანა პაქსაძე ("საექთნო განათლების პსპ“); ქეთი ბერიძე („ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ; ნათელა ვაშაყმაძე  („ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ);  ანჯელიკა მჭედლიძე („ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ); მარიამ მჭედლიშვილი  („ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ); და გადაეცათ მათ „წლის საუკეთესო სტუდენტის“ დიპლომები. აკადემიის საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი წვლილისათვის აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებელს ქეთევან დიასამიძეს მიენიჭა  „წლის საუკეთესო მასწავლებლის“ წოდება და გადაეცა დიპლომი.  სააახალწლო საღამო დასრულდა საახალწლო ტორტის გაჭრით, შამპანურებით, მაშხალებით, ცეკვითა და სიმღერით. ძვირფასო თანამემამულენნო! დაე ყველგან სუფევდეს სიკეთე, სიყვარული! უხვად ყოფილიყოს წარმატებები! ყოფილიყოს თანადგომა და ურთიერთმოფერება.