სიახლე

შეხვედრა სტუდენტებთან

  • 2022-01-31 09:59:44
news image

ბათუმის სამედიცინო აკადმიაში გაიმართა შეხვედრა „საექთნო განათლების“ პსპ დამამთავრებელი სასწავლო წლის სტუდენტებთან, რომლებიც გადიან მოდულებს „კლინიკურ სწავლებაში“. განხილული იქნა ამ მხრივ არსებული მდგომარეობა მოისმინეს სტუდენტთა პოზიცია, კმაყოფილება ბაზაზე მიმდინარე სწავლებასთან დაკავშირებით. ამჟამად ისინი გადიან „კლინიკური სწავლებას“ ბაზებზე: ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალში, იაშვლის სახელობის დედათა და ბავშვთა ჰოსპიტალსა და მაღალტექნოლოგურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ . მიმდინარე სწავლების თაობაზე ისაუბრეს სტუდენტებმა ანა აფხაზავამ, ლია დარჩიძემ, მარიამ თადუმაძემ, თამარ ჯაყელმა. მათ დადებითად შეაფასეს ბაზაზე მიმდინარე სასწავლო პროცესი. კლინიკურ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერმა ინგა შალამბერიძემ, (მან სტუდენტებს გააცნო „კლინიკურ სწავლებაში დავალიანების გადაბარების წესი“) ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერმა მზია ბაკურიძემ, „საექთნო განათლების“ პსპ ხელმძღვანელმა მანანა ჯაშიაშვილმა, ჯგუფის კურატორმა ნარგიზ ბუცხრიკიძემ.