სიახლე

ონლაინ ტრენინგი

  • 2022-02-04 13:28:07
news image

საქართველოს საგანგებო სიტუაციების  მართვის  სამსახურის ორგანიზებით 31 იანვარს (2022 წ.)  ჩატარდა ონლაინ ტრენინგი. შეხვედრის თემა იყო  „საგანგებო მართვის გეგმის  მომზადების წესების შემუშავების შესახებ“  ბათუმის სამედიცინო აკადემიიდან ტრენინგის მუშაობაში მონაწილეობდა, -  შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი შორენა უზუნაძე. შეხვედრაზე დამსწრეთა ყურადღება  გამახვილდა საგანგებო მართვის გეგმის  შემუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ითქვა, რომ გეგმის შემუშავება უნდა ეფუძნებოდეს საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილებით დამტკიცებულ „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნულ  გეგმას“. იგი უნდა ითვალისწინებდეს შესაძლო საგანგებო სიტუაციის შემთხვევისათვის მზადყოფნას, პრევენციას, მასზე რეაგირებასა და აღდგენითი ღონისძიებების ჩატარებას. ტრენინგი მიმდინარეობდა  კონსულტირების, კითხვა-პასუხის  რეჟიმში. ითქვა, რომ  საქართველოს საგანგებო სიტუაციების  მართვის  სამსახური მზადაა დაწესებულებებს გაუწიოს  შესაბამისი კონსულტაციები, დახმარება.