სიახლე

მადლიერების წერილი ბათუმის სამედიცინო აკადემიას

  • 2022-02-07 19:58:40
news image

ორწლიანი დაუღალავი შრომის შედეგი-წარმატებული, ხარისხიანი, მიზანმიმართული ჩემი პატარა კოლეგები... როგორ ჩქარა გაირბინა ორმა წელმა... ადაპტირების, შეგუების, ნდობის, ნერვიულობის, შიშის, სიძნელეების, ამბიციების, ტკივილის, სიხარულის ფონზე...აწ უკვე წარმატებული ,დასაქმებული კურსდამთავრებული - ნათია მსხილაძე - შპს,,ავერსი"-ს ფარმაცევტი ქ.ვანში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემი სახელით აკადემიის დირექტორს ბ-ნ რევაზ უზუნაძეს, დირექტორის მოადგილეს ქ-ნ შორენა უზუნაძეს, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს ქ-ნ მზია ბაკურიძეს, სასწავლო პროცესის მენეჯერს ქ-ნ ინგა შალამბერიძეს,კურსის კურატორს ქ-ნ ნინო უზუნაძეს და ყველა პედაგოგს გაწეული შრომისთვის, რომელიც ჩემს წარმატებულ მომავალს უკავშირდება. თქვენ მასწავლეთ ჩემი პროფესიის სიყვარული, შრომისმოყვარეობა და სწრაფვა მუდმივი პროფესიული განვითარებისთვის. ასევე ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც ყველა ფარმაცევტისთვის მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ ასეთი კადრების მომზადება დაკავშირებულია დიდ რესურსებსა და ძალისხმევასთან. ჩვენ, სტუდენტები, ნამდვილად ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას და გაწეულ სამსახურს რომელიც ჩვენს განათლებას ემსახურება. გისურვებთ მრავალი ასეთი კარგი კადრების აღზრდას და წარმატებას.

 

პატივისცემით, ნათია მსხილაძე

 

ფარმაცია (სააფთიაქო)-ს 2019/2021 სასწავლოს წლის კურსდამთავრებული.