სიახლე

მადლიერების წერილი ბათუმის სამედიცინო აკადემიას

  • 2022-02-07 20:01:55
news image

ჩემო საყვარელო პედაგოგებო! მინდა გამოვხატო მადლიერება თქვენს მიმართ, თქვენი ენერგია, სწავლების მხრივ მრავალფეროვანი მიდგომა, ყურადღება, თანადგომა და რაც მთავარია მაღალი პროფესიონალიზმი,მაძლევს იმის თქმის საშუალებას რომ ვიღებ კარგ პროფესიულ განათლებას, თქვენთან გატარებული ორი წელი ჩემთვის იყო საუკეთესო, მხოლოდ იმისთვის არა რომ თქვენთან მივიღე კარგი პროფესიული განათლება, არამედ იმისთვის რომ ვიყავი ისეთ ადგილას სადაც ყოველთვის გვერდით გიდგანან, სადაც არის მეგობრული გარემო და არაფერია ისეთი რამაც შეიძლება დაგაბრკოლოს. სადაც ვიქნები შემიძლია ამაყად ვთქვა რომ ვიყავი ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდენტი, მიხარია რომ მეძლევა იმის საშუალება ვისაუბრო თქვენზე, თქვენს პროფესიონალიზმზე და გუნდურ მუშაობაზე, სასიამოვნოდ გავიხსენებ ყველა იმ პროექტს რომელსაც თქვენთან ერთად ვაკეთებდი, არდავივიწყებ თქვენს წვლილს ჩემს კარიერულ მომავალში და რაც მთავარია აუცილებლად გაგიწევთ რეკომენდაციას მომავალში, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ ეს თქვენ არდაგჭირდებათ, ყოველივე ამისთვის გამოვხატავ თქვენს მიმართ მადლიერებას.!

პატივისცემით თეონა ბერიძე

ფარმაცია (სააფთიაქო)-ს 2019-2021ს/წლის კურსდამთავრებული.