სიახლე

მადლიერების წერილი ბათუმის სამედიცინო აკადემიას

  • 2022-02-07 20:05:22
news image

მოგესალმებით, მე ვარ ლანა ბაბუხადია მოკლედ მოგიყვებით ჩემს შესახებ ვარ 21 წლის „ბათუმის სამედიცინო აკადემიის“ კურსდამთავრებული. სწავლა წელს დავამთავრე და მინდა მადლობა გადავუხადო აკადემიის ადმინისტრაციულ პერსონალს და თითოეულ პროფესიულ მასწავლებელს. მათგან ვისწავლე შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა და პროფესიის სიყვარული.ნამდვილად საუკეთესო წლები გავატარე აკადემიაში და დამიგროვდა უამრავი კარგი მოგონებები. ასევე ვარ დასაქმებული „ნეოფარმი+“ -ის სააფთიაქო ქსელში ფარმაცევტის პოზიციაზე. პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი როდესაც აფთიაქში მივედი ბევრი შრომა დამჭირდა აქამდე მისასვლელად იყო ბევრი უძილო ღამე კონსპექტებთან ერთად, იყო შიშიც მაგრამ მაგრამ მთავარი ხომ ისაა რომ ადგე და საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს დაუმტკიცო რომ შენ შეგიძლია ასეთ პატარას მიაღწიო ყველაფერს რადგან წინ დიდი გზაა წარმატებისკენ!! ჩემი მთავარი მიზანია ღირსეულად ვატარო ფარმაცევტის საპატიო წოდება და თეთრი ხალათი მუდამ მახსოვდეს ჩემი მთავარი მოვალეობა-ვიზრუნო ყოველი პაციენტის კეთილდღეობისთვის.და პროფესიის სიყვარული მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს ჩემი თანამგზავრი.

პატივისცემით, ლანა ბაბუხადია.