×
მიმდინარეობს ვებგვერდის განახლება

სიახლე

საჯარო ლექცია აკადემიაში

  • 2022-02-13 13:36:36
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში რეგულარულად ხორციელდება  სხვადასხვა აქტივობები. 10 თებერვალს ონლაინ ფორმატში  ჩატარდა საჯარო ლექცია  თემაზე „წამალდამოკიდებულება და პიროვნების ბიოფსიქო-სოციალური პრობლემები“. აკადემიის მოწვევით ლექცია წაიკითხა  „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის  ცენტრის ბათუმის განყოფილების“ ხელმძღვანელმა, ექიმმა მაია კონცელიძემ. სასწავლებლის  სტუდენტებთან და  პერსონალთან ერთად  ღონისძიებას ესწრებოდნენ: თბილისის №1 სამედიცინო  სასწავლებლის  პროფესიული განათლების  მასწავლებლი გულიკო ცინარიძე, კოლეჯის  „ახალი  ტალღა“ პსპ „საექთნო განათლება“ ხელმძღვანელი  ლელა გოგიტიძე, ქუთაისის საზოგადოებრივ კოლეჯ „სიოს“ დირექტორი სალომე სიორდია. ღონისძიების წამყვანი - მზია ბაკურიძე (აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი). შეხვედრის მონაწილეთ მიესალმა და საკითხის აქტუალობაზე  გაამახვილა ყურადღება  აკადემიის  დირექტორმა  რევაზ უზუნაძემ. ექციამ გამოიწვია დიდი ინტერესი. ღონისძიებაში აქტიურად  ჩართული იყვნენ სტუდენტები, სტუმრები, აკადემიის წარმომადგენლები - შორენა უზუნაძე, ქეთევან დიასამიძე, მარინე კვირიკაძე-გურგენიძე... ლექციას ახლდა შეკითხვები, გაიმართა დისპუტი.

🍪 „მზა-ჩანაწერების“ (Cookies) პოლიტიკა
ვებგვერდი იყენებს აუცილებელ და მესამე მხარის „მზა ჩანაწერებს“ (Cookies) საიტის სტაბილური ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად. საიტით სარგებლობასათვის აჭერთ ღილაკს "ვეთანხმები“. რომლითაც თქვენ ეთანხმებით მზა ჩანაწერების გამოყენების წესებს, რომელიც აღწერილია ჩვენი "მზა ჩანაწერების" პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვებგვერდი ვერ მოგაწვდით პერსონალიზებულ შინაარსს, მომსახურებასა და შეთავაზებებს.