სიახლე

სტუდენტური საღამო აკადემიში

  • 2022-03-14 10:21:54
news image

სტუდენტებისათვის ბათუმის სამედიცინო აკადემია არაა მხოლოდ სასწავლო პროცესი. სასწავლებლის სტუდენტურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი განმავითარებელი კომპონენტია მრავალფეროვანი ღონისძიებები, - მათ შორისაა საღამოები, შეხვედრები გამოჩენილ ადამიანებთან, პრეზენტაციები. მისი შემადგენელი ნაწილია 23 თებერვალს აკადემიაში გამართული საღამო. შეხვედრა მოეწყო ცნობილ ფარმაცევტ, - ფარმაცევტულ კომპანია „ჰეკატეს“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორ, პროფესორ ვლადიმერ მახარაძესთან. ღონისძიებაზე მოეწყო აგრეთვე პრეზენტაცია ვლ. მახარაძის ახალი სქელტანიანი წიგნის „ფარმაციის ისტორია აჭარაში.“ შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, სასწავლებლის პერსონალი.

ბ-ნ ვლადიმერის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ ვრცლად ისაუბრა აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. აღნიშნა, რომ რეგიონში მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი კომერციულ სააფთიაქო სისტემას. დააფუძნა ფარმაცევტული კომპანია „ჰეკატე“

დღეს კომპანიის სააფთიაქო ქსელი მოიცავს ოცამდე აფთიაქს. დაეთმო მნიშვნელოვანი ყურადღება ვლ. მახარაძის სამეციერო და პედაგოდიურ მოღვაწეობას. არის ფარმაციის დოქტორი, პროფესორი. იგი ავტორია ფარმაციაში ათზე მეტი წიგნის. დაჯილდოებულია პრემიებით, ი.გოგებაშვილის მედლით. იგი არის მრავალმხრივი მოღვაწე, ქველმოქმედი. დაარსა პოეტ ზურაბ გორგილაძის პრემია. მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ვლ.მახარაძის ხელშეწყობით კეთილმოსურნე საქმიან ურთიერთობას აკადემიასა და „ჰეკატეს“ შორის. მოხდა ასევე ვლ.მახარაძის ზემოთ აღნიშნულ წიგნის პრეზენტაცია. წიგნი დაწერილია წყარო-მასალის საფუძველზე. იგი მოიცავს აჭარაში ფარმაციის განვითარებას უძველესი დროიდან უახლეს პერიოდამდე. წინგში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა რეგიონში ფარმაციის დარგის კადრების მომზადებას. ცალკე პარაგრაფი აქვს დათმობილი აღნიშნულ საქმეში ბათუმის სამედიცინო აკადემიის როლს და ადგილს. რომელიც დაახლოებით 30 წელია ამზადებს ფარმაცევტებს.