სიახლე

მეგობრები სტუმრად აკადემიაში

  • 2022-03-14 10:28:07
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიას წლების მანძილზე საქმიანი, მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა არაერთ პროფესიულ სასწავლებელთან. მათ შორისაა ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი „სიო“. იგი წარმატებული პროფესიული სასწავლებელია. აქვს კონტაქტები და გაჰყავს პრაქტიკებსა თუ სტაჟირებაზე სტუდენტური ჯგუფები გერმანიაში. რასაც ასევე გეგმავს აკადემიაც.

2 მარტს ქუთაისელი მეგობრები - კოლეჯ „სიოს“ წარმომადგენლები გიორგი სიორდია (დირექტორი), ლალი გიორხელიძე (დირექტორის მოადგილე), სალომე სიორდია (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი) ეწვიენ აკადემიას. მათ შეხვდნენ აკადემიის დირექტორი რევაზ უზუნაძე, შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზურუნველყოფის მენეჯერი), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), მარინე კვირიკაძე, მანანა ჯაშიაშვილი (პსპ ხელმძღვანელები), ნარგიზ ბუცხრიკიძე, ინგა ვარდიძე, (პროფესიული განათლების მასწავლებლები). იყო საუბარი ჩვენ ქვეყანაში პროფესიულ განათლებაში არსებულ გამოწვევებზე, შესაბამისად ჩვენს კოლეჯებში არსებულ მდგომარეობაზე, სიახლის ძიებაზე. ქალბატონმა სალომემ ისაუბრა გერმანულ მიდგომებზე პროფესიულ განათლებაში. აღინიშნა, რომ გერმანიაში პროფესიულ სწავლება დაფუძნებულია დუალურ წესზე. მათ შორის ჯანდაცვის პროგრამები ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების სახით. აზრი გააზიარეს მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით.

ქუთაისელმა მეგობრებმა დაათვალიერეს აკადემიის აუდიტორიები, კაბინეტ-ლაბორატორიები... გაიმართა მეგობრული ტური ჭადრაკში. შეხვედრამ ჩაიარა გულთბილ ვითარებაში. დაიგეგმა აკადემიის წარმომადგენეკლთა სტუმრობა ქუთაისელ მეგობრებთან.