სიახლე

სემინარი პგ. მასწავლებელთათვის

  • 2022-03-14 10:33:58
news image

კვალიფიკაციის ასამაღლებლად ბათუმის სამედიცინო აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები ინტენსიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში. მონაწილეობენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ჩატარებულ ტრენინგებში. ასევე ადგილზე, აკადემიაში რეგულარულად იმართება შიდა ტრენინგები. ამ საქმეს ემსახურება მასწავლებელთათვის 7 მარტს აკადემიაში ჩატარებული სემინარი. წარმოდგენილი იყო თემები: „კომუნიკაციაში არსებული პრობლემები, გამოწვევები და გადაჭრის გზები“. - მომხსენებელი „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ ხელმძღვანელი მარინე კვირიკაძე-გურგენიძე; „კლინიკურ სწავლებაში შედეგებისა და შეფასების ინსტრუმენტების მომზადება, მათი თავისებურებანი“ მომხსენებელი „საექთნო განათლება“ პსპ ხელმძღვანელი მანანა ჯაშიაშვილი.

სემინარის დასაწყისში აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ დამსწრე ქალბატონებს მიულოცა დედისა და ქალთა დღე. ისაუბრა მათ ღვაწლზე სასწავლებლის წარმატებაში. აკადემიის საქმის წარმოების მენეჯერმა დ.უგულავამ გააცნო ბრძანება, სადღესასწაულო თარიღთან დაკავშირებით, აკადემიაში აქტიური მოღვაწეობით, მის წარმატებაში შეტანილი წვლილისათვის მათდამი პერსონალურად მადლობის გამოცხადების თაობაზე.

მომხსენებლებმა ისაუბრეს სემინარზე წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებულ პროცესებზე, მიდგომებზე. რაც აუცილებელად გასათვალისწინებელია სტუდენტებთან ურთიერთობაში სასწავლო პროცესის წარმატებით განსახორციელებლად. ვრცლად იყო საუბარი კლინიკურ სწავლებაში შედეგების და შეფასების ინსტრუმენტების მომზადებასა და მათ თავისებურებებზე.

იყო შეკითხვები, გაიმართა დისპუტი. მასში აქტიურად ჩაერთნენ შორენა უზუნაძე (დირექტორის მოადგილე), ინგა შალამბერიძე (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), პგ მასწავლებლები: თამილა ქართველიშვილი, ლამარა გვალია-ვერძაძე, ინგა ვარდიძე, (სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), ია დუნდუა, ხათუნა ორმოცაძე, მარინა დევაძე, ხათუნა მანველიძე, მარინა ცეცხლაძე, გულიკო აბაშიძე, ხათუნა მანველიძე