სიახლე

დაუნის დღესთან დაკავშირებით თემატური კონფერეცია აკადემიაში

  • 2022-06-09 22:40:38
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ყოველწლიურად აღინიშნება დაუნის საერთაშორისო დღე - 21 მარტი. ტრადიცია გრძელდება. აკადემიის სტუდენტთა გაერთიანების ორგანიზებით /. 21 მარტს გაიმართა დაუნის სინდრომისადმი მიძღვნილი თემატური კონფერენცია, თემატიკით მზის შვილები, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს. ღონისძიებას უძღვებოდა ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი მზია ბაკურიძე. სტუდენტთა განხილვის თემას წარმოადგენდა საკითხები: ისტორია დაუნის სინდრომის შესახებ, სინდრომის მიმართ საზოგადოების შეხედულება, სინდრომის გამომწვევი მიზეზები, დაუნუნის სინდრომის გავრცელების გზები, დაუნის სინდრომი საქართველოში, სინდრომის გავრცელების განსაკუთრებული ტიპები. წარმოდგენილ თემებზე ისაუბრეს სტუდენტებმა: ნინო ზოიძემ, მაკო ივანაძემ, თამუნა დუმბაძემ, ანჟელიკა მჭედლიძემ, მანანა აბულაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, ნათია ვაშაყმაძემ. გაიმართა დისპუტი. პრობლემატიკის ირგვლივ ისაუბრა ასევე აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ. მან მადლობა გადაუხადა სტუდენტებს და ქალბატონ .ბაკურიძეს ღონისძიების ორგანიზებისათვის. დისპუტში მონაწილეობდნენ აკადემიის პროფესიული განათლების მასწავლებლები: მარინე კვირიკაძე (ფარმაცია (სააფთიაქო) პროგრამის ხელმძღვანელი, ინგა ვარდიძე (პგმ. სასწავლო პროცესის მარეგულირებელი), ბოლოს გახმოვანდა ვიდეოკლიპი არ მიმატოვო დედა.