სიახლე

ცოდნის დღე აკადემიაში

  • 2022-06-09 22:47:57
news image

 

აკადემიას აქვს არაერთი ლამაზი ღონისძიების ტრადიცია. მათ შორისააცოდნის დღეამ დღეს ხდება საზეიმო ვითარებაში კურსდამთავრებულებისადმი დიპლომენის გადაცემა. ტრადიციის შესაბამისად 08 აპრილს აკადემიაში თავი მოიყარეს 2021 წლის კურსდამთავრებულებმა. დიპლომის მიღების მოლოდინში ისმოდა მათი ჟრიამული, იხსენებდნენ სტუდენტობის განვლილ წლებს. უზიარებდნენ ერთმანეთს აზრს დასაქმების თაობაზე. აღსანიშნავია, რომ კურსდამთავრებულთა დიდმა ნაწილმა უკვე მოასწრო დასაქმება. ელოდებიან კვალიფიკაციის შესაბამის კარიერულ წინსვლას, დადგა ნაოცნებარი დრო. 53 კურსდამთავრებულს გადაეცა დიპლომები (დანართათ ერთად). დიპლომების გადაცემა მოხდა აკადემიის დროშის ფონზე, წაიკითხეს კურსდამთავრებულის ფიციდიპლომირებულ გოგოებს აკადემიაში სასწავლო კურსის დამთავრება მიულოცეს და უსურვეს წარმატებები რევაზ უზუნაძემ, (აკადემიის დირექტორი), შორენა უზუნაძემ (/მოადგილე), .ბაკურიძემ (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), .შალამბერიძემ (სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი), .კვირიკაძემ (პგმ, „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ ხელმძღვანელი), .ვარდიძემ (პგმ, სასწავლო პროცესის მარეგულირებელი). სამადლობელი სიტყვებით გამოვიდნენ კურსდამთავრებულები ნათია აზნაურიშვილი, დიანა აბულაძე, დიანა გობაძე, ია ბოლქვაძე, მეგი ჯანგველაძე.....