სიახლე

როცა აყვავდა ნუში“

  • 2022-06-09 22:52:36
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიის სტუდგაერთიანების ინიციატივით და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ მზია ბაკურიძის ორგანიზებით გაიმართა ჩვენება, გასული საუკუნის 70-იან წლებში გადაღებული, ქართული მხატვრული ფილმის „როცა აყვავდა ნუში“ იგი ეხება სტუდენტების თანატოლთა, იმდროინდელ გოგო-ბიჭების ცხოვრებას, სწავლას, ყოველდღიურობას, მათ გარშემო არსებულ გარემოს. ფილმში მონაწილეობენ ცნობილი მსახიობები ზურაბ ყიფშიძე, სესილია თაყაიშვილი, დოდო აბაშიძე, ლიკა ქავჟარაძე... ფილმი ვრცლად მიმოიხილა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კინო-ტელე-ხელოვნების დეპარტამენტის ასისტენტმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, კინომცოდნე ნატო ცქვიტინიძემ. ფილმა მაყურლებისათვის აღმოჩნდა შთამბეჭდავი. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყო მისი განხილვა, მოხდა პარალელების გავლება ძველ და დღევანდელ ცხოვრების წეს შორის. იმ პერიოდისა და დღევალდელი ახალგაზრდების მიდგომებს შორის. აღმოჩნდა, რომ ბევრი საერთოა მათ მიდგომებში. მოქმედ გმირ ზურას (მსახიობ ზურა ყიფშიძე) მიმართ ითქვა, რომ ერთი შეხედვით იგი არის განებივრებული, ცხოვრების იოლი გზით მოსიარულე, რაც განპირობებული იყო მაღალ თანამდებობაზე მომუშავე მამის (მსახიობი დოდო აბაშიძე) შესაძლებლობებით. ზურა არის ნიჭიერი ახალგაზრდა, და ცხოვრებაში დამოუკიდებლადაც მიაღწევად წარმატებებს. მას აღმოაჩნდა შინაგანი ძალა ეღიარებინა გადაცდომა თუ დანაშაული და აეღო თავისი წილი პასუხისმგებლობა.

განხილვაში მონაწილეობდნენ სტუდენტები მანანა აბულაძე, ნათია ვაშაყმაძე, მარიამ მჭედლიშვილი.