ტრადიციულად ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ყოველწლიურად იმართება სტუდენტური დღეები. რომლის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია სტუდენტთა კონფერენციის გამართვა. წელს, ივნისის დასაწყისში, ოცდამეექვსედ ჩატარდა სტუდენტთა პრაქტიკული კონფერენცია. აკადემიის სტუდენტებთან, პერსონალთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ რეგიონში მოქმედი კოლეჯების წარმომადგენლები: ლელა გოგიტიძე (სსიპ „ახალი ტალღა“ „საექთნო განათლების“ პსპ ხელმძღვანელი); მაია დავითულიანი (უმაღლესი საზღვაო-საინჟირნო სასწავლებელ „ანრის“ სასწავლო პროცესის მენეჯერი); თეონა კალანდაძე (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემიის დ/მოადგილე). კონფერენციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ სამედიცინო აკადემიის საამაყო კურსდამთავრებულები - ჯემალ (გიორგი) გოგიტიძე (თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი), ანა პაიჭაძე (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი). კონფერენციაზე სტუდენტებმა წარმოადგინეს თემატურად და აქტუალობით საინტერესო მოხსენებები. ისინი დაიბეჭდა ბუკლეტების სახით. სტუდენტთა გამოსვლებს, კრიტერიუმების გათვალისწინებით აფასებდა კომპეტენტური ჟიური. მომხსენებლები აქტიურად იყენებდნენ თვალსჩინოებით მასალებს, თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიას, აკეთებდნენ ცდების დემონსტრირებას. იყო მოხსენებების განხილვა, შეკითხვები, დისპუტები, შეკითხვები. საბოლოოდ ჟიურიმ შეაჯამა სტუდენტთა კონფერენციის მუშაობის შედეგები. გამოავლინა საპრიზო ადგილებზე გასული სტუდენტები. 8 ივნის კონფერენციის შემაჯამებელ სხდომაზე, ჟიურის თავმჯდომარემ (ინგა შალამბერიძე, - აკადემიის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი) დამსწრეთ გააცნო საბოლოო შედეგები. წარმოდგენილი საუკეთესო ნაშრომებისათვის I საპროზო ადგილები მიენიჭათ სტუდენტებს: ინგა ბერიძეს, ანა აფხაზავას (ერთობლივი ნაშრომისათვის), მანანა აბულაძეს. II საპრიზო ადგილი, კარგი ნაშრომისათვის, მიეკუთვნათ მარიამ მჭედლიშვილს, თამარ პეტრიძეს, ქეთევან ბერიძეს. III საპრიზო ადგილი, საინტერსო ნაშრომების წარმოდგენისათვის მიეკუთვნათ - ნინო აბაშიძეს, ლიკა ივანიძეს (ერთობლივი ნაშრომი), მაია ლეონიძეს. პრიზი ჟიურის სიმპატია დაიმსახურა სტუდენტმა ნათია ვაშაყმაძემ. წარმატებული, აქტიური სტუდენტები დაჯილდოვდნენ ქების სიგელებით, გადაეცათ ფასიანი საჩუქრები. აქტიური პედადაგოგიური საქმიანობისა და კონფერენციის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცათ საპატიო სიგელები და დასაჩუქრდნენ წიგნებით აკადემიის პედაგოგები: ინგა ვარდიძე, შორენა უზუნაძე (დ/მოადგილე), მზია ბაკურიძე (ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი), მარინე კვირიკაძე-გურგენიძე, სოფიო ბრუნჯაძე. კოვიდ -19 ეპიდემიის საკითხზე საინტერსო მოხსენებით გამოვიდა ანა პაიჭაძე.