სიახლე

შეხვედრა დამსაქმებელთან

  • 2022-06-16 12:45:24
news image

2022 წლის 9 ივნისს ბათუმის სამედიცინო აკადემიაში შპს „იმპექსფარმის“ ადამიანური რესურსების განყოფილების ხელმძღვანელი და ადამიანური კაპიტალის განვითარების მენეჯერი შეხვდა აკადემიის ფარმაცია( საათიაქო) დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს , სტუმრებმა შეკრებილთ ესაუბრნენ ფარმაცევტული კომპანიის ქსელზე აჭარისა და საქართველს მაშტაბით მათი საქმიანბის შესახებ. იყო საუბარი სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სწრაფად მზარდობაზე და კომპანიის ღირებულებებსა და მიზნებზე. „იმპექსის“ სააფთიაქო ქსელი წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქებს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს „იმპექსფარმს“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება. როგორც ,,იმპექსფარმის’’ წარმომადგენლებმა აღნიშნეს მათვის მნიშვნელოვანია ბათუმის სამედიცინ აკადემიასტან თანამშრომლობა რადგანაც 2022 წლისთვის მიზნად აქვთ დასახული აჭარის რეგიონში ბევრი აფთიაქის გახსნა, რაც მისცემს შესაძლებლობას აკადემიის კურსდამთავრებულთ ფარმაცია (სააფთიაქო) დასაქმდნენ კომპანიის ქსელში. ასევე კომპანიის ქსელი იქნება გამოყენებული სტუდენტთა მიერ პრაქტიკული კომპონენტის გასავლელად და სტაჟირებისათვის. შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა მომავალ წარმატებულ თანამშრომლობას. ხელი მოეწერა ურთიერთ თანამშრომლობის ახალ მემორანდუმს.