სიახლე

პროფესიული განათლების მასწავლებელთა შემაჯამებელი ტრენინგი აკადემიაში

  • 2022-07-14 21:31:12
news image

ბათუმის სამედიცინო აკადემიაში ეთმობა დიდი ყურადღება პერსონალის, მათ შორის პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებლებას. თემაზე „სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდოლოგია“ ჩატარდა შემაჯამებელი ტრენინგი. ტრენინგს უძღვებოდა აკადემიის სტრატეგიული განვითარებისა და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი, ტრენერი მზია ბაკურიძე. შეხვედრაზე დაეთმო ყურადღება საკითხებს: საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბება; პროგრამის ანალიზი; საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების შეფასება; შეფასების შედეგის გამოყენება პროგრამის გასაუმჯობესებლად.... ტრენერმა დამსწრეთ საინტერესოდ აუხსნა საკითხების არსი, მიზანდასახულობა. იყო პრაქტიკული დავალებები. რომლებსაც წარმატებით გაართვეს თავი ტრენინგის მონაწილეებმა. შეხვედრის ბოლოს, ტრენინგკურსის გავლის საფუძველზე, ტერნინგის მონაწილე პროფესიული განათლების მასწავლებლებს გადაეცათ სერტიფიკატები. ასევე, „საექთნო განათლების“ პსპ სტუდენტთა ჯგუფებში მოდულის „კლინიკური და შემაჯამებელი პრაქტიკები“ წარმატებით განხორციელებისათვის გამოეცხადათ მადლობა და გადაეცათ მადლობის ბარათები პროფესიული განათლების მასწავლებელთ: ინგა კილტავას, ქეთევან კაკაბაძეს, ცირა გიორგაძეს, ხათუნა ორმოცაძეს, მარინა დევაძეს, ხათუნა მანველიძეს, ლამარა გვალია-ვერძაძეს, ნინო აბუსელიძეს, გუგული ნაკაშიძეს, (მ.იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური ჰოსპიტალი), ქეთევან დიასამიძეს, ეთერი ზანაქიძეს, მარინა ცეცხლაძეს გულიკო აბაშიძეს (შპს მაღალტექნლოგიური ჰოსპიტალი „მედცენტრი“), ლაურა ცენტრაძეს (ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო). ბოლოს აკადემიის დირექტორმა რევაზ უზუნაძემ შეაჯამა მუშაობის შედეგები. ნაყოფიერი მუშაობისათვის მადლობა გამოუცხადა ტრენინგის მონაწილეებს და ტრენინგის წამყვანს ტრენერ მზია ბაკურიძეს.