სიახლე

აკადემია მე-3 საერთაშორისო სამედიცინო გამოფენაზე

  • 2022-10-06 19:01:10
news image

მიმდინარე წლის 16-18 სექტემბერს ბათუმში გაიმართა მე-3 საერთაშორისო სამედიცინო გამოფენა. პროგრამა იყო მრავალფეროვანი, საინტერესო. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო კომპანიები, სამედიცინო დარგის აკადემიური დონის სპეციალისტები. ბათუმის სამედიცინო აკადემიას წილად ხვდა პატავი მესამედ მიეღო მონაწილეობა ამ დიდ ფორუმში. შთამბეჭდავად გამოიყურებოდა მრავალფეროვნად გაფორმებული აკადემიის პავილიონი. ეკრანზე მიდიოდა რგოლები, რომლებიც ასახავენ სასწავლებლის მიერ განვლილ 30 წლიან წარსულს, დღევანდელობას. გამოფენას და თავისთავად აკადემიის პავილიონს ამშვენებდნენ თეთრ ხალათებში გამოწყობილი, მოფარფატე სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

მეტად საინტერსეო აღმოჩნდა გამოფენის გახსნის პროცესში აკადემიის ჩართულობა. სტუმრებს მიეგებენ ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები. თეთრხალათიანი ლამაზი გოგონები. დახვედრით მოხიბლული სტუმრები გაჩერდნენ ჩვენს პავილიონთან. სტუდენტებით გარშემორტყულმა გადაიღეს სამახსოვრო სურათები. სამთავრობო ჯგუფის წარმომადგენლები, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მოეფერენ კურსდამთავრებულებს. განსაკუთრებით დაიმსახურა ყურადღება და მოფერება ორსულად მყოფმა კურსდამთავრებულმა მანანა აბულაძემ, რომელმაც წარჩინებით დაამთავრა „ფარმაცია (სააფთიაქო)“ პსპ (უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციით). სასწავლო კურსი.

გამოფენის პროგრამის ფარგლებში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. მასში მონაწილეობდნენ წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების სპეციალისტები. ასვე აკადემიას ერგო პატივი მისი ორი წარჩინებული კურსდამთავრებული, - მარიამ მჭედლიშვილი და ქეთი ბერიძე გამოსულიყვნენ მოხსენებებით აქტუალურ საკითხებზე. გამოსვლებმა დაიმსახურეს მოწონება. კონფერენციაზე აკადემიის ახალგაზრდა მომხსენებლებს გადაეცათ სერტიფიკატები, რაც უდაოდ დიდი წარმატების აღმნიშვნელია.

საზეიმო ვითარებაში მოეწყო ფარმაცია (სააფთიაქო) პსპ კურსდამთავრებულთა მიერ ფარმაცევტის ფიცის დადება და მათთვის დიპლომების გადაცემა.

გამოფენაში აქტიური მონაწილებისათვის აკადემიას გადაეცა საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის ფარგლებში დაიგეგმა აკადემიის წარმომადგენელთა ვიზიტი თურქეთში შესაბამისი პროფილის სასწავლებლების გასაცნობად და სათანამშრომლოდ.