ტრენინგი დასამატებელი პროგრამების განმახორციელებელთათვის
2022-10-27 22:25:08
ბათუმის სამედიცინო აკადემია მონოპროფილური (ჯანდაცვის)მიმართულებიდან გადადის რამდენიმე მიმართულების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე. შესაბამისად, სასწავლებელი ემზადება ახალი პროგრამების („აღმზრდელი“ „კბილის სატექნიკო საქმე“ პსპ) დასამატებლად. მიმდინარეობს მეთოდური მუშაობა პროგრამებზე შემოყვანილ მასწავლებელთაკორპუსის კომპეტენციის გასაძლიერებლად21 ოქტომბერსჩატარდატრენინგი. იგი დაეთმო პსდავტორიზაციის მეორე სტანდარტს „საგანმანათლებლო პროგრამა“. ტრენინგი მიჰყავდააკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერ მზია ბაკურიძეს. განხილული იქნა საკითხები: საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვა და შემუშავება; პროგრამების განხორციელების რესურსები; საგანმანათლებლო პროგრამებისშეფასება და განვითარება;სასწავლო პროცესისუზრუნველყოფით სასწავლო მიზნების მიღწევა... იყო შეკითხვები, აზრთა გაზიარება...